„ბრძოლისთვის მზად ვარ, ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ – გიორგი გახარია
მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიუსელში „ევროსკოპს“ განუცხადა. კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, გახარია ასე პასუხობს: „რა თქმა უნდა, ვაპირებ. ჯერჯერობით კიდევ დაგეგმილი მაქვს ვიზიტები აქედან აშშ-ში, შუალედში დიდ ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, დავბრუნდები. სიმართლე გითხრათ, […] The post „ბრძოლისთვის მზად ვარ, ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ – გიორგი გახარია appeared first on .

მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიუსელში „ევროსკოპს“ განუცხადა.
კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, გახარია ასე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, ვაპირებ. ჯერჯერობით კიდევ დაგეგმილი მაქვს ვიზიტები აქედან აშშ-ში, შუალედში დიდ ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, დავბრუნდები. სიმართლე გითხრათ, დღეს რთულია, კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვრებს გადალახავს. მათი უგუნურობის გაზმოვა შეუძლებელია. მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც ვარ მზად, რომ ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები. მერწმუნეთ, ჩემი ყოველი დღე არის პოლიტიკური ნაბიჯი. დღეს ისე აღმოჩნდა, რომ ბევრი ხალხი იყო და მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ხშირ შემთხვევაში, არც არის ამისი საჭიროება, ეს ეფექტურობასაც ამცირებს. ამიტომ, დღევანდელ დღეზე უფრო მნიშვნელოვანი დღეებიც მქონია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ, ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. თუ აქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ ციხეში“, – განაცხადა გახარიამ.
The post „ბრძოლისთვის მზად ვარ, ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ – გიორგი გახარია appeared first on .
What's Your Reaction?






