„ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის“ – რას ამბობს ეკა პესელია პატიმარი ბიზნესმენების მდგომარეობაზე?

ეკა ბესელიამ საპატიმროში ბიზნესმენები გიორგი ჩიკვაიძე და გიორგი ბაჩიაშვილი მოინახულა: „გიორგი ბაჩიაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე მოვინახულე, ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის.  ბაჩიაშვილთან ვისაუბრე, მას აქვს ჩივილები, აქვს ტკივილები აქვს. ვიზუალურადაც ხომ აღენიშნება, თავი შეხვეული აქვს, ის ჭრილობაც ჩანდა. რამდენიმე ნაკერი ადევს. აწუხებს სხვა სახის სიმპტომები – თავბრუსხვევა, თავისტკივილი და სჭრიდება კვალიფიციური […] The post „ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის“ – რას ამბობს ეკა პესელია პატიმარი ბიზნესმენების მდგომარეობაზე? appeared first on .

ივლ. 16, 2025 - 16:57
 0
„ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის“ – რას ამბობს ეკა პესელია პატიმარი ბიზნესმენების მდგომარეობაზე?

ეკა ბესელიამ საპატიმროში ბიზნესმენები გიორგი ჩიკვაიძე და გიორგი ბაჩიაშვილი მოინახულა:

„გიორგი ბაჩიაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე მოვინახულე, ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის.  ბაჩიაშვილთან ვისაუბრე, მას აქვს ჩივილები, აქვს ტკივილები აქვს. ვიზუალურადაც ხომ აღენიშნება, თავი შეხვეული აქვს, ის ჭრილობაც ჩანდა. რამდენიმე ნაკერი ადევს. აწუხებს სხვა სახის სიმპტომები – თავბრუსხვევა, თავისტკივილი და სჭრიდება კვალიფიციური ექიმების ჩარევა. ეს შეიძლება იყოს ტვინის შერყევის ნიშნები ან სხვა სიმპტომი, ამიტომ მისთვის საავადმყოფოს პირობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა და ასევე უსაფრთხოების პირობები. მე ამ მიზნით შემოვედი ახლა, რომ მისი დაცვის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით გარკვეული მონიტორინგის განხორციელება შემიძლია და მათ შორის მქონდა საუბარი ადმინისტრაციასთანაც. პირველ რიგში თვითონ გიორგი ადასტურებს იმ ყველაფერს, რაც თქვენთან ეთერში უკვე იყო და რაც მან დაწერა. ზუსტად ისე მომიყვა, დეტალურად და ქრონოლოგიურად. გამოძიებას ითხოვს დაკამერების ამოღეაბს, სადაც უნდა იყოს აღბეჭდილი ის ყველაფერი რაც მოხდა. ის ისედაც არის ისეთ საკანში, რომელიც კამერებით არის აღჭურვილი, განსაკუთრებული პატიმარია იცით და მასთან შემსვლელ-გამომსვლელიც კონტროლდება. როდესაც ხელმისაწვდომი არ ხდება კამერის ჩანაწერები, ეს იმას ნიშნავს, რომ მალ;ავ დანაშაულს. მე ამ ციხეში შემოვდიოდი წინა რეჟიმის დროს ნაწამებ პატიმრებთან. მე საკუთარი თვალით მინახავს, რაც ხდებოდა იმ წლებში. ეს განცდა მაქვს ახლა, რომ იმ წლებში დაბრუნება მოახერხა “ოცნებამ”. შეიძლება ის მასშტაბი არ არის, მაგრამ ცალკეული ისტორიები არის ხელწერა”, – აცხადებს ბესელია „ტვ პირველთან“

The post „ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის“ – რას ამბობს ეკა პესელია პატიმარი ბიზნესმენების მდგომარეობაზე? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow