ბუფონი: "გატუზოს დანიშვნით, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ"
ჯენარო გატუზო იტალიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაცია ჯანლუიჯი ბუფონმა დაადასტურა, რომელიც ნაკრებში...

ბუფონის თქმით, არჩევანი ფედერაციის შიდა კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა: „შევჯერდით საუკეთესო ვარიანტზე. ახლა მხოლოდ დეტალებია დასაზუსტებელი.“
გატუზოს კანდიდატურა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კლაუდიო რანიერიმ და სტეფანო პიოლიმ ნაკრების თავკაცობაზე უარი თქვეს.
ცნობილია, რომ გატუზომ როგორც ფეხბურთელმა, „სკუადრა აძურაში“ 73 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მწვრთნელად მას სხვადასხვა გუნდში უმუშავია, მათ შორის „მილანში“, „ნაპოლიში“ და „მარსელში“.
What's Your Reaction?






