გადაწყვეტილი ამბავია - ხავი სიმონსი ზაფხულში ლაიპციგს დატოვებს
„ლაიფციგის“ შემტევი ნახევარმცველი, ხავი სიმონსი, მზადაა ახალი კარიერული ნაბიჯისთვის – ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ზაფხულის...

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონ ევროს აღწევს და მისით დაინტერესებული არიან როგორც ინგლისის პრემიერლიგის ტოპ კლუბები, ასევე მიუნხენის „ბაიერნი“. სიმონსი, რომლის კარიერის ერთ-ერთი მთავარი ოცნება „ბარსელონაში“ დაბრუნებაა, კატალონიური გრანდის აკადემიაში თამაშობდა და იქ 9 წელი გაატარა. თუმცა არსებული მდგომარეობით, „ბარსელონას“ მის ტრანსფერზე პრეტენზია არ განუცხადებია.
ხავი სიმონსმა „ლაიფციგში“ თავი კარგად გამოიჩინა – 2020 წლიდან მოყოლებული, მან გუნდის მაისურით 133 შეხვედრა ჩაატარა და 42 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი მისი კარიერა პარიზულ „პსჟ“-შიც ვითარდებოდა.
What's Your Reaction?






