განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გაერო-ს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით - დავით ბაქრაძე
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გაერო-ს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ გაერო-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ისტორიული დღე იყო საქართველოსთვის, სადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდასაჭერად. „ეს არის რეზოლუცია, რომელიც ერთის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორეს მხრივ უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. წელს რეზოლუციას 64 თანასპონსორი ჰყავდა და მხარი დაუჭირა რეკორდული რაოდენობის, 107-მა სახელმწიფომ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ოთხით გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს [მხარდამჭერთა] ზრდა მოხდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონებიდან, როგორიცაა ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში უჭირავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მის ხელმძღვანელობას, რომელთა პირადი ჩართულობით მოხდა ამ შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ბაქრაძემ. ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიიღო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გაერო-ს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ გაერო-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიული დღე იყო საქართველოსთვის, სადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდასაჭერად.
„ეს არის რეზოლუცია, რომელიც ერთის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორეს მხრივ უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. წელს რეზოლუციას 64 თანასპონსორი ჰყავდა და მხარი დაუჭირა რეკორდული რაოდენობის, 107-მა სახელმწიფომ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ოთხით გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს [მხარდამჭერთა] ზრდა მოხდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონებიდან, როგორიცაა ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში უჭირავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მის ხელმძღვანელობას, რომელთა პირადი ჩართულობით მოხდა ამ შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიიღო.
What's Your Reaction?






