სასაზღვრო პოლიციამ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე - 2006 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. "სამართალდამცველებმა გ.შ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 16 ცალი ვაზნით, ხოლო გ.შ. - ს დროებით საცხოვრებელი ბინიდან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 1 ცალი ვაზნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს"- განმარტავენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე - 2006 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
"სამართალდამცველებმა გ.შ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მასში მოთავსებული მჭიდითა და 16 ცალი ვაზნით, ხოლო გ.შ. - ს დროებით საცხოვრებელი ბინიდან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 1 ცალი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს"- განმარტავენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
What's Your Reaction?






