გენერალური აუდიტორის თანამდებობას გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

გუშინ, ბატონმა ცოტნე ყავლაშვილმა მომმართა გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ის დაბრუნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-2022 წლებშიც იკავებდა. ამასთან 2013-2022 წლებში ის ასევე იყო სახელმწიფო ხაზინის უფროსი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო  სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას. ამიტომ, გუნდთა და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ივნ. 4, 2025 - 13:57
 0
გენერალური აუდიტორის თანამდებობას  გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს

გუშინ, ბატონმა ცოტნე ყავლაშვილმა მომმართა გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ის დაბრუნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-2022 წლებშიც იკავებდა. ამასთან 2013-2022 წლებში ის ასევე იყო სახელმწიფო ხაზინის უფროსი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო  სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას.

ამიტომ, გუნდთა და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow