“გარდამტეხი ეტაპი შიდსის წინააღმდეგ – ინიექცია, რომელიც აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას” – ზაზა წერეთელი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ციფრული ჯანმრთელობისა და ინოვაციების დეპარტამენტის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი: ეს შეიძლება იქცეს გარდამტეხ ეტაპად გლობალურ ბრძოლაში შიდსის წინააღმდეგ. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ამ დღეებში რეკომენდაცია გასცა პრეპარატ ლენაკაპავირის ავტორიზებაზე — ინიექცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ კეთდება და აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას აივ-ის გადაცემის პრევენციაში. კომპანია Gilead Sciences-ის […] The post “გარდამტეხი ეტაპი შიდსის წინააღმდეგ – ინიექცია, რომელიც აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას” – ზაზა წერეთელი appeared first on .

ეს შეიძლება იქცეს გარდამტეხ ეტაპად გლობალურ ბრძოლაში შიდსის წინააღმდეგ. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ამ დღეებში რეკომენდაცია გასცა პრეპარატ ლენაკაპავირის ავტორიზებაზე — ინიექცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ კეთდება და აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას აივ-ის გადაცემის პრევენციაში. კომპანია Gilead Sciences-ის მიერ წარმოებული და გაყიდვაში სახელწოდება Yeytuo_თი ცნობილი, ლენაკაპავირი სთავაზობს ყველაზე ხანგრძლივ დაცვას ამ ეტაპზე არსებულ შიდსის პრეპარატებს შორის — მხოლოდ ერთი ინიექცია ყოველ ექვს თვეში. ადამიანებისთვის, რომლებიც აწყდებიან სტიგმას, შეზღუდულ წვდომას ჯანდაცვაზე ან გადატვირთულ სისტემებს, ეს ინოვაცია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს.
მეცნიერული მტკიცებულებები დამაჯერებელია: კლინიკურმა ცდებმა აჩვენა თითქმის 100%-იანი ეფექტიანობა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი ივნისში, ხოლო ჯანმომ (WHO) ის რეკომენდაციაში შეიტანა როგორც დამატებითი ალტერნატივა აივ-ის რისკის მქონე ადამიანებისთვის. გზავნილი მარტივია — ნაკლები დოზა, ნაკლები ვიზიტი კლინიკაში და უფრო მეტი დაცვა.მაგრამ დღეს მთავარი კითხვა არ არის — შეგვიძლია თუ არა აივ-ის პრევენცია; არამედ — ექნება თუ არა ყველას ამ პრეპარატის მიღების საშუალებაკრიტიკოსები სულ უფრო მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ლენაკაპავირი შესაძლოა ვერ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ Gilead-მა მისცა ლიცენზია გენერიკული ვერსიის წარმოებაზე 120 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანას, ლათინური ამერიკის თითქმის სრული გამორიცხვა — რეგიონი, სადაც აივ-ის გავრცელება ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, მაგრამ მზარდია — დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ეს უბრალოდ დაკარგული შანსი კი არ არის — ეს არის მიმდინარე პოლიტიკის მარცხი.მხოლოდ გასულ წელს ამ რეგიონში შიდსს ემსხვერპლა 630,000 ადამიანი. დღეს მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აივ-ით. მწარე რეალობა ასეთია: გარდამტეხი მედიკამენტი არაფერს ნიშნავს, თუ მას გეოგრაფიული ან ეკონომიკური ბარიერები აკრავს.ლენაკაპავირს შეუძლია დაასრულოს აივ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხე. მეცნიერებამ უკვე თავისი გააკეთა. ახლა პასუხიმგებლობა ეკისრება პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს
The post “გარდამტეხი ეტაპი შიდსის წინააღმდეგ – ინიექცია, რომელიც აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას” – ზაზა წერეთელი appeared first on .
What's Your Reaction?






