“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი" “დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა” – გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები 8-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით: “მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ. საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს. დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა. […] “დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა” – გიორგი ვაშაძე პარალელი

ივლ. 29, 2025 - 02:57
 0
“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი"
“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები 8-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით:

მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ.

საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა.

საზოგადოება ელოდება ქმედით ნაბიჯებს.

უნდა დავიწყოთ არა მორიგი საუბარი, არამედ რეალური გაერთიანებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამის 8 პუნქტიანი გეგმა არსებობს და საჭიროა მივყვეთ მას.

ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა.

დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!

გაერთიანება საქმით და არა სიტყვებით!

თუ ახლა არა – მაშინ როდის?!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow