როგორც ინფორმაცია გავრცელდა, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ კალათბურთელებს ღირსების ორდენი გადასცა, რომელიც გიორგი ცინცაძემ არ აიღო.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ასეთი მიმართვა გაავრცელა:
სულ ახლახან ჩვენი კალათბურთელები ღირსების და წმინდა გიორგის ორდენებით დავაჯილდოვე, ჩვენი საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის და გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა.
ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ თავისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო.
- თქვა ყაველაშვილმა.