გასაუბრება ლეგენდასთან - რა უთხრა კვარამ პიტერ შმეიხელს

რაზე ისაუბრეს ერთმანეთში კვარას და პიტერ შმეიხელმა

აპრ. 10, 2025 - 17:27
 0
გასაუბრება ლეგენდასთან - რა უთხრა კვარამ პიტერ შმეიხელს
ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანისა და MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ კვარას გვირაბში შეკითხვების დასასმელად ლეგენდარული პიტერ შმეიხელი დახვდა.

— ბევრის აზრით, დღეს ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები პსჟ და „ბარსელონა“ არიან. თქვენი აზრით, ასეა?

— ცხოვრებასა და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებული ვართ თითოეულ შემდეგ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ მთავარია, მწვრთნელის მითითებებს მივყვეთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.

— გუნდი შეიცვალეთ და „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადახვედით. ეს რთული იყო?

— რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან მიყვარდა ნეაპოლი — ჩემი მწვრთნელები, თანაგუნდელები და ის გარემო. მაგრამ ფეხბურთში ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის უნდა გადადგა ნაბიჯი წინ. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow