"გასახდელში იჩხუბეს კიდეც" - რას ჰყვება რაფინია ბაიერნი პსჟ-ის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე

ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი პსჟ-სთან მომხდარ ინციდენტზე

ივლ. 9, 2025 - 22:27
 0
"გასახდელში იჩხუბეს კიდეც" - რას ჰყვება რაფინია ბაიერნი პსჟ-ის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პარი სენ-ჟერმენთან მარცხის შემდეგ ბაიერნის ფეხბურთელები მეტოქის გასახდელში აღმოჩდნენ, სადაც მათ პარიზელებთან დაპირისპირება მოუვიდათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, კერძოდ რაფინია ადასტურებს, რომლის თქმითაც გერმანული კლუბის მოთამაშეები დონარუმას მუსიალასთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

რაფინია იმასაც ამბობს, რომ პსჟ-სა და ბაიერნის ფეხბურთელებს შორის შეკამათება იყო, რის დროსაც მხარეებმა ერთმანეთში უხეში სიტყვებიც კი გაცვალეს.

რა მოჰყვა ამას? - დღეის მონაცემებით, ჯამალ მუსიალამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და 5 თვეს გამოტოვებს, ჯანლუიჯი დონარუმამ კი ფსიქოლოგიური შეტევა მიიღო და სპეციალისტის დახმარება დასჭირდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow