“გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი

სააგენტო "პარალელი" “გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს ევროკავშირის მიმართ და კონკრეტული მიზეზების გამო მიუღებლად მიჩნია ევროკავშირის დროშის არსებობა პარლემენტის შენობასთან: “ევროკავშირი სირიას ყველა სანქციას უხნსის. უხ, აგაშენათ ღმერთმა! ახლა უკვე გასაგებია, რა იგულისხმება, როდესაც საქართველოზე აცხადებენ, “ევროპულ ღირებულებებს” დაშორდაო… როგორც ჩანს სირია ევროპულ ღირებულებებთან დაახლოა აშშ-ის მიერ ტერორისტად აღიარებულმა აჰმედ ალ-შარაას მმართველობამ, […] “გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი პარალელი

მაი. 22, 2025 - 01:57
 0
“გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს ევროკავშირის მიმართ და კონკრეტული მიზეზების გამო მიუღებლად მიჩნია ევროკავშირის დროშის არსებობა პარლემენტის შენობასთან:

ევროკავშირი სირიას ყველა სანქციას უხნსის. უხ, აგაშენათ ღმერთმა! ახლა უკვე გასაგებია, რა იგულისხმება, როდესაც საქართველოზე აცხადებენ, “ევროპულ ღირებულებებს” დაშორდაო… როგორც ჩანს სირია ევროპულ ღირებულებებთან დაახლოა აშშ-ის მიერ ტერორისტად აღიარებულმა აჰმედ ალ-შარაას მმართველობამ, რომლის პირობებშიც, ქუჩებში რელიგიური უმცირესობების – ალავიტებისა და ქრისტიანების ხოცვა დაიწყო.

ეტყობა, კაია კალასს და სხვა ევროს-ჩინოვნიკებმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს სირიისთვის სანქციების მოხსნა, როდესაც იხილეს კადრები, როგორ აყეფებდნენ მუხლებზე დაჩოქილ ადამიანებს იარაღის მუქარით და როგორ ევროპულად ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს. ეს იყო ნიშანი, რომ ასადის შემდეგ, სირიაში ჭეშმარიტად ევროპული, დასავლური ღირებულებების ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ევროკავშირისგან მხარდაჭერას იმსახურებს.

გულისამრევია, ევროკავშირის ამ ხარისხის პოლიტიკური ფარისევლობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებენ, პარალელურად კი, სირიას ყველა სანქციას უუქმებენ!

P.S. დღეს, დავინახე საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ევროკავშირის დიდი დროშაა განთავსებული. როგორც მინიმუმ გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

“გაუგებარია, რატომ ვანთავსებთ იმ ორგანიზაციის დროშას პარლამენტის შენობაზე, რომელიც ამავე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას აფინანსებდა…” – ვატო შაქარიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow