“ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე

სააგენტო "პარალელი" “ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე “მიშას პოსტერის/ბანერის” საკითხი განხილვების თემა გახდა, საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ნაწილის მიერ, საპატიმროდან გამოგზავნილი კონკრეტული წერილის გამო. ამასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ასევე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ: “მთავარია ბოლოს ისევ მიშას არ მოთხოვონ პოლიტპატიმრების განთავისუფლება???? ვინ უფრო პოლიტპატიმარია, ამ შეჯიბრში შესვლა მხოლოდ ბიძინას არგებს. “ჩემი ფოტო იყოს და სხვისი არა”, მსუბუქად რომ ვთქვათ ეგეც […] “ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე პარალელი

მაი. 22, 2025 - 01:57
 0
“ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე

სააგენტო "პარალელი"
“ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე

“მიშას პოსტერის/ბანერის” საკითხი განხილვების თემა გახდა, საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ნაწილის მიერ, საპატიმროდან გამოგზავნილი კონკრეტული წერილის გამო. ამასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ასევე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ:

მთავარია ბოლოს ისევ მიშას არ მოთხოვონ პოლიტპატიმრების განთავისუფლება????

ვინ უფრო პოლიტპატიმარია, ამ შეჯიბრში შესვლა მხოლოდ ბიძინას არგებს. “ჩემი ფოტო იყოს და სხვისი არა”, მსუბუქად რომ ვთქვათ ეგეც არ მოსულა.

ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია. მთავარია პროცესი და გაუგებრობების თავიდან აცილება, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები არც აქციაზე, არც საერთაშორისო ვიზიტებში არ ვაკლებთ ყურადღებას 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულებს, ვიტყოდი რომ პირიქით.

აქციების შემდეგ დაპატიმრებულებში ჩვენი პარტიის წევრებიც და მხარდამჭერებიც შედიან.

პოლიტპატიმრობას ჩემი სურვილით არ გავსაზღვრავ. ნურც სხვას განუსაზღვრავენ ვის თავისუფლებას მოითხოვენ.

ჩემთვის უკიდურესად დასანანია რაც მოხდა.

26 მაისის წინ ქოცის საქმე უკვე გაკეთებულია“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow