გაცილებით მეტი შეგვეძლო - რამდენი ქულა დაემატა ნაკრებს კაბო ვერდესთან მატჩის შემდეგ
ამ ორი მატჩიდან უფრო მეტის მიღება შეიძლებოდა

დავიწყოთ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი საქართველოს ნაკრები საზაფხულოდ უკეთესს მეტოქეებს რომ ვერ ნახულობს, ეს ერთი პრობლემაა, ფარერებთან და კაბო ვერდესთან ნაჩვენები სათამაშო ხარისხი კი მეორე პრობლემას წარმოადგენს.
სატესტო ამხანაგური მატჩები ნაკრებს სექტემბრის თვისთვის სჭირდებოდა, სადაც 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში თამაშს უპრინციპულეს მეტოქე თურქეთთან ვიწყებთ, რომელმაც ამხანაგურები აშშ-სთან და მექსიკასთან დაგეგმა, რაც გაცილებით კარგ მუშაობად უნდა შევაფასოთ.
თავის მხრივ, ნაკრებს არანაირი წინსვლა არ ჰქონია არც ფიფას მსოფლიო რეიტინგში. აღნიშნული ორი მატჩის ჯამში გუნდს მთლიანობაში 2.21 ქულა დაემატა (კაბო ვერდესთან ფრისთვის ქულები დაგვაკლდა კიდეც) და კვლავ 68-ე პოზიციას ვიკავებთ.
What's Your Reaction?






