გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს

გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა: “გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ალბათ იწყება გუმბათის კრამიტის სახურავის დემონტაჟი. ზოგს გაუკვირდა ჯვრის ფორმა და შეიცხადეს. ნუ პანიკდებით ყველაფერზე, ხალხო. მე-19 საუკუნიდან ეს ჯვარი აქვს გელათის მთავარ ტაძარს და ახლა დაინახეთ?! ნახემთვარეზე აღმართული ჯვარი ქრისტიანობის მიერ მუსლიმებზე გამარჯვების სიმბოლია (ზოგი […]

აპრ. 13, 2025 - 23:27
 0
გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს

გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა:
“გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს. ალბათ იწყება გუმბათის კრამიტის სახურავის დემონტაჟი. ზოგს გაუკვირდა ჯვრის ფორმა და შეიცხადეს. ნუ პანიკდებით ყველაფერზე, ხალხო. მე-19 საუკუნიდან ეს ჯვარი აქვს გელათის მთავარ ტაძარს და ახლა დაინახეთ?! ნახემთვარეზე აღმართული ჯვარი ქრისტიანობის მიერ მუსლიმებზე გამარჯვების სიმბოლია (ზოგი განმარტებით გემის ღუზას განასახიერებს), ფართოდ გავრცელდა ამდაგვარი ჯვრები რუსეთში და მათი გავლენით მე-19 საუკუნეში საქართველოშიც და არაერთ ეკლესიას აქვს. რაც შეეხება ჯვრიდან გამომავალ სხივებს, დეკორაციულთან ერთად, უპირველესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, რომ ფრინველები არ დასხდნენ და არ ასკინტლონ.”

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow