გიგა ჭიკაძე დავიდ ონამასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
გიგა ჭიკაძემ კარგად დაიწყო, თუმცა ბოლოსკენ სადავეები გაექცა

ქვემსუბუქი წონის წარმომადგენელმა, გიგა ჭიკაძემ ბრძოლა არც ისე ცუდად დაიწყო და პირველი რაუნდი უპირატესობით დაასრულა, თუმცა დარჩენილ 2 რაუნდში ონამამ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანხლებით გაიმარჯვა.
ამჟამად გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ორგანიზაციაში ჩატარებული 11 ბრძოლის შემდეგ მას რვა გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.
What's Your Reaction?






