გიგა ჯოხაძე: ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც…

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე: ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც: – საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი პატრიოტები ციხეში არიან გამოკეტილები, დამნაშავეებსა და კრიმინალებს კი ციხიდან ამნისტიით უშვებენ; – ცოლზე მოძალადე კაცს 2 წლით იჭერენ, პოლიციისთვის სახეზე ხელის მიდებისთვის კი 7 წლით; – პატრიოტ ახალგაზრდებს წამალს ან იარაღს უდებენ, მხოლოდ იმიტომ რომ მათი აქტივიზმი ხელისუფლებას მშვიდ ძილს უფრთხობს; […]

აგვ. 1, 2025 - 20:27
 0
გიგა ჯოხაძე: ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც…
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც:
– საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი პატრიოტები ციხეში არიან გამოკეტილები, დამნაშავეებსა და კრიმინალებს კი ციხიდან ამნისტიით უშვებენ;
– ცოლზე მოძალადე კაცს 2 წლით იჭერენ, პოლიციისთვის სახეზე ხელის მიდებისთვის კი 7 წლით;
– პატრიოტ ახალგაზრდებს წამალს ან იარაღს უდებენ, მხოლოდ იმიტომ რომ მათი აქტივიზმი ხელისუფლებას მშვიდ ძილს უფრთხობს;
– კრაკადილშიკი და მეტადონშიკი ბიოლოგიური მასა ხელისუფლებასთანაა გარიგებული და წამლის ერთი დოზისთვის მზადაა ნებისმიერი ჩვენგანი მოკლას;
– ყველაფერი “წამალს” მიაქვს. საქართველოში დაახლოებით 300 000 -მდე ნარკომომხმარებელია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 10%-ია;
– კრიმინალი თარეშობს და უკვე აღარავის უკვირს დღისით, მზისით კრიმინალური ვენდეტები და ჩაცხრილვები. პოლიცია კი კრიმინალის მაგივრად პატრიოტ ახალგაზრდებს ებრძვის;
– მოსახლეობა იცლება. ემიგრაციაში ბოლო 4 წელში 250 000 ადამიანი წავიდა. ქართველებს რუსები, ავღანელები, პაკისტანელები, ერაყელები და ა.შ. ანაცვლებენ. მათ ხარჯზე კი თურმე მოსახლეობა 3.9 მილიონამდე გაზრდილა;
– პარლამენტარის ხელფასი 14 000 ლარია, პენსია კი 350 ლარი;
– საარსებო შემწეობას 700 000 ადამიანი იღებს (მოსახლეობის 1/5);
– ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს;
– სამომხმარებლო პროდუქტებსა და წამლებზე ფასები ყოვედღიურად იზრდება;
– კარიერის გაკეთების ერთადერთი გზა ბატონის მიმართ ერთგულებაა და არა ნიჭი და უნარები, როგორც ყველა ნორმალურ სახელმწიფოში;
– პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელიც, დიპლომის არქონასაც რომ თავი დავანებოთ, ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმასაც კი ვერ ახერხებს;
– ისტორიის გადაწერა და მტრის და მოყვრის ცნებების გაბუნდოვანება ხდება. ქვეყანა, სადაც უწყვეტი პროპაგანდის მიზანია ანწუხელიძე “დიფსთეითის” დავალებების შემსრულებელი გახდეს, აფრასიძეები და კოლექტიური ასლან აბაშიძეები კი – ეროვნული გმირი;
– პატარა ფურცლის გამო, რომელზეც წერია “ანწუხელიძე გმირია”, ადამიანებს ატუსაღებენ;
– დასავლეთი მტერია, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, კი მეზობელი, რომელსაც აუცილებლად უნდა ელაპარაკო;
– ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა “პრაგმატულ” პოლიტიკად ინათლება;
– კრემლის პირდაპირი დავალებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ 9 წლიან პერიოდს ასამართლებენ;
– საოკუპაციო ხაზიდან ჩვენივე თანამოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღე იტაცებენ. კლავენ, აწამებენ, ატუსაღებენ, გამოსასყიდს თხოვენ და მერე მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არსად არაა ისეთი მშვიდობა, როგორც ჩვენთან;
ში მებრძოლი ქართველი ბიჭები გმირების მაგივრად “დიფსთეითის”, გნებავთ “გლობალური ომის პარტიის” დავალებების შემსრულებლები არიან;
– არასამთავრობოები დღეს თურმე უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებიან, მაშინ, როდესაც ოცნების ლიდერების 80%-მა კარიერა სწორედ არასამთავრობოებში მუშაობით აიწყო;
– კრიტიკული მედიები თურმე გამრუდებულ რეალობას გაჩვენებენ, სამთავრობო პროპაგანდისტული არხები კი მხოლოდ სიმართლეს ავრცელებენ;
– რეპრესიული კანონები თურმე ინდივიდუალური თავისუფლების ჩახშობას და დიქტატურის ჩაბეტონებას კი არა, სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება;
– სადაც დე-ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკური ქულების დაწერას დანგრეული უკრაინის ბანერების გამოფენის ხარჯზე ცდილობს;
– სადაც დე-ფაქტო ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას ხელოვნურად შემოგდებულ, რეალურად არარსებულ პრობლემაზე აპელირებით პასუხობს. მთავარია “კაცი კაცია, ქალი ქალი”
– “სადაც ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, უცოდინრობა კი – ძალა”.
მშვიდად იძინე, ერო!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow