“ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა” – რა დატვირთვით მუშაობს GINO-ს აკვაპარკი და სასტუმროები?
„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს აკვაპარკსა და სასტუმროებში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, საპირისპიროდ არაბული ქვეყნებისა და ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. “ჯინო ჰოლდინგი” საქართველოში ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა “ჯინო აკვაპარკი”, 5 ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი Gino Seaside Tbilisi, ასევე სასტუმროები Gino Wellnes Mtskheta, Gino […]


„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს აკვაპარკსა და სასტუმროებში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, საპირისპიროდ არაბული ქვეყნებისა და ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
“ჯინო ჰოლდინგი” საქართველოში ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა “ჯინო აკვაპარკი”, 5 ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი Gino Seaside Tbilisi, ასევე სასტუმროები Gino Wellnes Mtskheta, Gino Wellnes Rabath, Gino Sunrise Batumi.
სლოვაკურ-ქართული ჰოლდინგის დამფუძნებელი აკვაპარკის დატვირთულობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დამსვენებელთა დიდი ნაწილი ადგილობრივები არიან. უცხოელი ვიზიტორების გეოგრაფია კი, წელს მნიშვნელოვნად შეცვლილია.
„ყოველწლიურად აკვაპარკის ვიზიტორთა რაოდენობა 20-25%-ით იზრდება. ვიზიტორების 80% ადგილობრივი დამსვენებლები არიან. რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, აქ შეიცვალა – ადრე თუ ევროპელი ვიზიტორების წილი 10-12% იყო, ახლა 5%-ია, დსთ-ის ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა კვლავ 5%-ზეა შენარჩუნებული, ხოლო ევროპელების კლების პარალელურად, მოიმატა თურქეთის, არაბული სამყაროს, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობამ“, – აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, რადგან ევროპაში ყველგან საქართველოს შესახებ ცუდი ინფორმაციები ტრიალებდა. ამან არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს ტურიზმზე“.
რაც შეეხება GINO-ს ბრენდის სასტუმროებს, ჰოლდინგის დამფუძნებელი რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას: „დღეისთვის Gino Seaside Tbilisi-ს დატვირთულობა 98%, ხოლო საშუალო თვიური დატვირთვა 96%-ია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
Gino Wellnes Rabath-ში დაახლოებით ის დატვირთვაა, რაც პანდემიამდე იყო, მცხეთაშიც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რადგან მცხეთაში ტურისტები არ ჩერდებიან, ათვალიერებენ, სტუმრობენ რესტორანს და ტკბებიან სასტუმროდან არსებული პანორამული ხედებით და ბრუნდებიან“, – აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
What's Your Reaction?






