გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში ჰყავთ შესახლებული – ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენი რუსთავლის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული. ადვოკატი ამ წუთებში მიდის მის სანახვად და დამატებით დეტალებს მხოლოდ ბაჩიაშვილთან საუბრის შემდეგ გაავრცელებს. მახარშვილის თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ გაიგო გამთენიისას, მისი ოჯახის წევრისგან. “გიორგი შესახლებული ჰყავთ რუსთავის მე12 დაწესებულებაში. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია უცნობია. ზოგადა, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე წყვეტს, […]

მაი. 27, 2025 - 15:27
 0
გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში ჰყავთ შესახლებული – ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენი რუსთავლის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული. ადვოკატი ამ წუთებში მიდის მის სანახვად და დამატებით დეტალებს მხოლოდ ბაჩიაშვილთან საუბრის შემდეგ გაავრცელებს.
მახარშვილის თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ გაიგო გამთენიისას, მისი ოჯახის წევრისგან.
“გიორგი შესახლებული ჰყავთ რუსთავის მე12 დაწესებულებაში. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია უცნობია. ზოგადა, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე წყვეტს, რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. ახლა მივდივარ რუსთავში, რომ მას დაველაპარაკო […] არანაირი სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ წუთისთვის არ მაქვს. მას შემდეგ, რაც შევხვდები, ცხადია, მექნება”, – ამბობს ადვოკატი.
კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ ბაჩიაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას აპირებდა, მახარაშვილმა უპასუხა, რომ ეს ვერსია არ “ერეალურება”. რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას, მან თქვა, რომ დამატებით კომენტარს ბაჩიაშვილთან საუბრის შემდეგ გააკეთებს.
“არანაირი მსგავს ინფორმაცია მე არ მქონია და არც მერეალურება და დანარჩენ დეტალებს, როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები, მერე გავარკვევ”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს, ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow