გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”
სააგენტო "პარალელი" გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ მწუხარებას გამოხატავს პატიმარ ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მწვავე ემოციურ შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებაში: “ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის. მაგრამ დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, […] გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ მწუხარებას გამოხატავს პატიმარ ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მწვავე ემოციურ შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებაში:
“ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.
მაგრამ დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.
ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.
ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!
მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!” – წერს გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.
გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”
პარალელი
What's Your Reaction?






