გიორგი მაკარიძე: "იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ"

დღეს, იბერია ლევადიას მიიღებს და ეცდება, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში გავიდეს მას შემდეგ, რაც ქართულმა კლუბმა ესტონეთში 1:0 წააგო

ივლ. 29, 2025 - 15:57
 0
გიორგი მაკარიძე: "იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ"
დღეს, იბერია ლევადიას მიიღებს და ეცდება, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში გავიდეს მას შემდეგ, რაც ქართულმა კლუბმა ესტონეთში 1:0 წააგო.

იქამდე გთავაზობთ კი იბერიას მეკარის, გიორგი მაკარიძის კომენტარს:

პირველი თამაშიდან გამომდინარე, შანსები თანაბარია, მაგრამ ხვალ ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ. მწვრთნელის დავალებებს თუ შევასრულებთ, იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ.

დიდი იმედი მაქვს, თამაშზე მაყურებელი მოვა და გვერდში დაგვიდგება. პირობას ვდებთ, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. მთავარი საკუთრი ძალების რწმენაა, რაც ბოლო თამაშებში დაგვაკლდა. იმედია, ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

- თქვა მაკარიძემ.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow