"იბერიასთან ლოგიკურად მოვიგეთ" - ლევადიას მწვრთნელი

ესტონური ლევადიას მწვრთნელი კომენტარს აკეთებს იბერიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ და ამბობს, რომ მათი მოგება ლოგიკურად დაფიქსირდა

ივლ. 29, 2025 - 15:57
 0
"იბერიასთან ლოგიკურად მოვიგეთ" - ლევადიას მწვრთნელი
ესტონური ლევადიას მწვრთნელი კომენტარს აკეთებს იბერიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ და ამბობს, რომ მათი მოგება ლოგიკურად დაფიქსირდა:

არ მიმაჩნია, რომ პირველ თამაშში გაგვიმართლა და ამის ხარჯზე მოვიგეთ. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ლოგიკური გოლი გავიტანეთ. „იბერიამ“ კი მომენტები ჩვენი შეცდომების გამო შექმნა. შეხვედრა 1:0 მორჩა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვეცდებით, კონცენტრაცია არ დავკარგოთ, ერთ შეცდომასაც კი ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

„იბერია“ ძლიერი გუნდია. შევეცდებით, წინა თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ტალინში შეცდომები გუნდურად არასწორი თამაშის შედეგი იყო – ეს უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ.

- თქვა ლევადიას მწვრთნელმა.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow