გიორგი რამიშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. „იარაღთან“ დაკავშირებული ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა. პროცესზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000 ლარის ოდენობით გირაოს. რამიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია. უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. „იარაღთან“ დაკავშირებული ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.
პროცესზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000 ლარის ოდენობით გირაოს.
რამიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
What's Your Reaction?






