ეუთო/ოდირ-ის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს. ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად.მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირ-ში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოსაგზავნად.

ივლ. 8, 2025 - 12:57
 0
ეუთო/ოდირ-ის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ეუთო/ოდირ-ი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, ბოლო თვეებში ათეულობით მომიტინგე დააკავეს.

ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად.მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირ-ში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოსაგზავნად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow