გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს

ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების – ასეთი ტიპის ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ და მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას […]

ივნ. 12, 2025 - 14:27
 0
გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს

ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების – ასეთი ტიპის ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ და მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ეს ქცევა რამდენადაც შემზღუდველი, იმდენად არაადეკვატური, არაგონივრულია და მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგს, რომ ხალხის პროტესტი და რისხვა უფრო მეტად გაიზრდება.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის პროცესია, რომელსაც 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება და არა მგონია, რომ ასეთი დიდი ხმაურის გამოწვევა შემთხვევითი იყოს. როდესაც საქმე ეხება აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, იმის, გამო რომ სოციალურ ქსელში გამოხატეს თავისი აზრი, რაც არის კონსტიტუციით დაცული უფლება, გამოხატვის თავისუფლება, ამ უფლებას აქვს კიდევ სხვა დამატებითი დატვირთვა – გამოხატვის თავისუფლება აუცილებელია არამხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლების თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატია. ეს ასე არის განმარტებული კიდეც, სამართლებრივ ლიტერატურაში. ორმაგად შემზღუდველია ის დრაკონული კანონები, რომელიც მიიღო ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, თუმცა მეორე მხრივ უნდა შევხედოთ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალა „ქართული ოცნება“ წლების და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. სოციალურ ქსელში გამოხატული აზრისა და სიტყვებისთვის ადამიანების პასუხისგებაში მიცემა არის წარმოუდგენელი რამ. ასეთი რამ ხდება ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ, ყველაზე უკიდურესი ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარულ ქვეყნებში. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თუნდაც ორი წლის წინ, როდესაც ე.წ. რუსული კანონი დააინიცირეს. მაშინ „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ეს მხოლოდ გამჭვირვალობას ეხებოდა და ის მომდევნო ნაბიჯები, რაზეც მივუთითებდით, როგორც ეს ბელარუსში, რუსეთში მოხდა, ეს არ ემუქრებოდა საქართველოს. ახლა კი ყველაფერი დამტკიცდა. რეალურად შეიძლება მალე გაგვითიშონ „ფეისბუკი“, გაგვითიშონ სხვა მნიშვნელოვანი ქსელები, სადაც იქნება სივრცე ადამიანებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი.
ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ და მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს. მათი განზრახვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევს მიზანს. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში, ქართული საზოგადოება, რომელმაც დაამტკიცა თუ როგორი მებრძოლი, თავისუფლების მოყვარე და შეუგუებელია, დაჰყვეს „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკას, რომ ამ ქვეყანაში გაქრეს თავისუფალი აზრი. ვფიქრობ, რომ ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების. შეიძლება ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ რეჟიმის ცვლილებამდე გვაქვს დარჩენილი, კიდევ რაღაც პერიოდი გაგრძელდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზა. რამდენადაც შემზღუდველი, იმდენად არაადეკვატური, არაგონივრულია და მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგს, რომ ხალხის პროტესტი და რისხვა უფრო მეტად გაიზრდება. ასე უნდა შევხედოთ ჩვენც. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობაც მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის უკმაყოფილებას და პროტესტს იმიტომ, რომ ადამიანებს არ ეშინიათ, არ შეეშინდებათ და ყველაფერი უკუღმა მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ამ ქვეყანაში ის დრო, რომ უკლებლივ ყველა, ვინც თანამონაწილეა ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულებისა, აუცილებლად მიეცემა სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისგებაში“, – განაცხადა სიორიძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow