გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ესპანური გამოცემა AS-ის ვერსიით, გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის 40-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა. ქართველი შემტევის...

წიტაიშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „რიაზორის“ სტადიონზე გამართულ მატჩში მან გუნდს მნიშვნელოვანი გოლი შეჰმატა, რაც მისთვის სეზონის მეექვსე შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა.
გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატში ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასი შეძლო. მისი სტაბილური და შედეგიანი თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორია „გრანადას“ პლეი-ოფის ზონისთვის ბრძოლაში.
ამჟამად კლუბს 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. პლეი-ოფში მოსახვედრად კი მხოლოდ სამი ქულა აშორებს. გადამწყვეტი მატჩი 25 მაისს გაიმართება, სადაც გრანადა საკუთარ მოედანზე კასტელონს უმასპინძლებს.
What's Your Reaction?






