გრანიტ ჯაკა ლევერკუზენს ტოვებს და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება

გრანიტ ჯაკა ლევერკუზენს ტოვებს და პრემიერ ლიგაში სათამაშოდ ემზადება

ივლ. 30, 2025 - 07:57
 0
გრანიტ ჯაკა ლევერკუზენს ტოვებს და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება
გრანიტ ჯაკას კარიერა ახალი ეტაპზე გადადის — შვეიცარიელი ნახევარმცველი ლევერკუზენის "ბაიერს" ტოვებს და კარიერას ინგლისურ "სანდერლენდში" გააგრძელებს.

გერმანულ და ინგლისურ კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ჯაკა უახლოეს დღეებში გაერთიანებულ სამეფოში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ტრანსფერის სანაცვლოდ "ბაიერი" 20 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯაკა ლევერკუზენის შემადგენლობაში 2023 წლიდან ასპარეზობდა. ამ დროში მან გუნდის მაისურით 99 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 9 საგოლე გადაცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow