ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კვლავ საბა ხარებაშვილია
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კვლავ საბა ხარებაშვილია

რანგის სათავეში კვლავ საბა ხარებაშვილი დგას — თბილისის "დინამოს“ 16 წლის მცველი, რომლის სატრანსფერო ფასი უკვე 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. ის ეროვნულ ლიგაში ამჟამად ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. საბამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე ითამაშა და მისი სწრაფი პროგრესი უცხოური დაინტერესების საგნადაც იქცა.
აღსანიშნავია, რომ სიაში მეორე პოზიცია შეინარჩუნა „ტორპედოს“ ახალწვეულმა, სერბმა თავდამსხმელმა კომნენ ანდრიჩმა, რომლის ფასი 850 ათას ევროს შეადგენს. ანდრიჩმა ვახტანგ სალიას გადაასწრო, რომელიც ახლა მესამე პოზიციას იკავებს 800 ათასი ევროს შეფასებით.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ ქუთაისის "ტორპედოს“ კაპიტანი ლადო მამუჩაშვილი (650 ათასი ევრო) და ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "იბერიის“ ლიდერი გიზი მამაგეიშვილი (600 ათასი ევრო).
TOP 5 – ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:
საბა ხარებაშვილი ("დინამო თბილისი“) – €1.20 მლნ
კომნენ ანდრიჩი ("ტორპედო“) – €0.85 მლნ
ვახტანგ სალია ("დინამო თბილისი“) – €0.80 მლნ
ლადო მამუჩაშვილი ("ტორპედო“) – €0.65 მლნ
გიზი მამაგეიშვილი ("იბერია“) – €0.60 მლნ
What's Your Reaction?






