„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული

„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული. ცვლილებების მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი, აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. პროექტით, ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს, შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებაყოფლობით გამოკითხოს. კანონპროექტით, აკრძალული იქნება, პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ან ინფორმაციის გაცემისთვის. ასევე, გამოსაკითხ პირს უფლება ექნება, საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით ისარგებლოს, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ინიციატივის გათვალისწინებით, გამოსაკითხი პირი ვალდებული იქნება, გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვის შესაძლებლობას. ცვლილებებით, ასევე შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი. კერძოდ, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაადგენს, რომელიც განსახილველად სასამართლოს გაეგზავნება. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებას – მათ შორის საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადოს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება.

აპრ. 7, 2025 - 18:57
 0
„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული

„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული.

ცვლილებების მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი, აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. პროექტით, ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს, შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებაყოფლობით გამოკითხოს.

კანონპროექტით, აკრძალული იქნება, პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ან ინფორმაციის გაცემისთვის. ასევე, გამოსაკითხ პირს უფლება ექნება, საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით ისარგებლოს, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

ინიციატივის გათვალისწინებით, გამოსაკითხი პირი ვალდებული იქნება, გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვის შესაძლებლობას.

ცვლილებებით, ასევე შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი. კერძოდ, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაადგენს, რომელიც განსახილველად სასამართლოს გაეგზავნება. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებას – მათ შორის საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადოს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow