გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. ზოდელავა წარსულში გერმანულ ფონდში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) მუშაობდა და მისი საპარლამენტო პროექტის მენეჯერი იყო. „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით,სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე წელს სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოეყოფა. მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის […]


სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.
ზოდელავა წარსულში გერმანულ ფონდში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) მუშაობდა და მისი საპარლამენტო პროექტის მენეჯერი იყო.
„გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით,სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე წელს სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოეყოფა.
მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად” დარეგისტრირდებიან.
გამოდის, რომ „ქართული ოცნების” სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ოფიციალურად უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი ექნებათ.
What's Your Reaction?






