“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სააგენტო "პარალელი" “გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი ,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული პროცესების შეფასებებისას. თავის მოსაზრებებს აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს: ,,გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება? აუცილებლად პროტესტი. ტყუილია, რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ. ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს. თუ გამოიყვანენ […] “გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ ხაჩირაშვილი

მაი. 21, 2025 - 05:27
 0
“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სააგენტო "პარალელი"
“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული პროცესების შეფასებებისას. თავის მოსაზრებებს აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

,,გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?

აუცილებლად პროტესტი.

ტყუილია, რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ.

ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს.

თუ გამოიყვანენ იმხელა პრემიას მისცემენ, დამიჯერეთ ბედნიერია.

გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე.

იქ, სადაც სპონტანურობა იყო შეხედეთ რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც.

ძალიან ხილული იყო მისი პანიკა.

ადამიანს, რომელსაც ორი კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს.

თუ მოუნდება (ადმინისტრაციული 60 დღე გახადა) ნებისმიერ აქტივისტს, რომელიც ხმაურობს ეტყვის, რომ თავზე ქუდი არ ახურია და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბარდიულზე დგომისთვის დააკავეს.

ანუ, გრძელვადიანში რომ მოიგოს კანონებიც მოირგო.

ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ და ხილულია ვინ დაიღალა.

იქეთაა ყველაფერი: ფული, ძალაუფლება, უმორალობა.

აქეთაა – პატრიორიზმი და სოლიდარობა. აი, ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა.

ერთადერთი, რაც ამათ ღლით, სანქციებია.

თუ გულს მოგვფხანს დავწერ, რომ გამოვფიტეთ:)) მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ვხედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ.

ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი
მარიამ ხაჩირაშვილი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow