დაზღვეულია ₾127 მილიონის მოსავალი – სოფლის განვითარების სააგენტო
15 მაისის მდგომარეობით, 2025 წლის მოსავალი 5 500-ზე მეტ ფერმერს აქვს დაზღვეული. ჯამში დაზღვეულია 127 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი, – ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი იუწყება. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-ის თანადაფინანსებას სთავაზობს. ხარატიშვილის ინფორმაციით, როცა სავალდებულო გახდა საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია, პოლისების […]


15 მაისის მდგომარეობით, 2025 წლის მოსავალი 5 500-ზე მეტ ფერმერს აქვს დაზღვეული. ჯამში დაზღვეულია 127 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი, – ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი იუწყება.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-ის თანადაფინანსებას სთავაზობს.
ხარატიშვილის ინფორმაციით, როცა სავალდებულო გახდა საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია, პოლისების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, მისივე განმარტებით, სისტემურმა რეგისტრაციამ მეტწილად ეს ნაწილი მოაგვარა და წლიდან წლამდე უფრო იზრდება ბენეფიცირების რაოდენობა.
What's Your Reaction?






