"დაკარგული პრინცი ჩვენს წინააღმდეგ" - რას წერენ რეალის ფანები დიდი მატჩის წინ

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს

ივლ. 7, 2025 - 00:27
 0
"დაკარგული პრინცი ჩვენს წინააღმდეგ" - რას წერენ რეალის ფანები დიდი მატჩის წინ
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს.

გთავაზობთ რეალის გულშემატკივრების კომენტარებს, რომლებსაც ისინი კვარას შესახებ წერენ:

"რომ შემეძლოს, ახლავე ჩავაცვემდი კვარას თეთრ მაისურს, ვინისიუსს კი საფრანგეთში გავუშვებდი"

"დაკარგული პრინცი ჩვენს წინააღმდეგ, იქნებ მომავალში მაინც გადმოვიყვანოთ"

"ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის ყიდვასაც ბოლო 2 წელია ვითხოვ"

"ტრენტს კვარასთან რეალური გამოცდა ელის"

"პარი სენ-ჟერმენის მაისურით იქნება, მაგრამ კვარას მაინც დიდი სიამოვნებით დავაკვირდები", - წერენ რეალის გულშემატკივრები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow