,, დანგრეული იყო იმიტომ, რომ იმავე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგმა, ყოფილმა პარლამენტარმა დავით ზურაბიშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა: „ბოიკოტის მომხრეთა ინფანტილური პოზიცია ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს. „მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც მონაწილეობა გინდათ“ – და ამით, თურმე, მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ვის თვალში მოხდება? თვითონ პროტესტის მონაწილეთა თვალში, აშშ-ის, ევროპის? ამას იდიოტიზმს დავარქმევდი, ინფანტილიზმსაც არა. მესმის, ფსიქოლოგიურად რთულია, რადგან იმდენად გადავიდნენ ზღვარს ყველა მიმართულებით. დრაკონული კანონები […] The post ,, დანგრეული იყო იმიტომ, რომ იმავე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის” – დავით ზურაბიშვილი appeared first on .

ივნ. 4, 2025 - 03:27
 0
,, დანგრეული იყო იმიტომ, რომ იმავე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგმა, ყოფილმა პარლამენტარმა დავით ზურაბიშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

„ბოიკოტის მომხრეთა ინფანტილური პოზიცია ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს. „მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც მონაწილეობა გინდათ“ – და ამით, თურმე, მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ვის თვალში მოხდება? თვითონ პროტესტის მონაწილეთა თვალში, აშშ-ის, ევროპის? ამას იდიოტიზმს დავარქმევდი, ინფანტილიზმსაც არა.

მესმის, ფსიქოლოგიურად რთულია, რადგან იმდენად გადავიდნენ ზღვარს ყველა მიმართულებით. დრაკონული კანონები ამოქმედდა და ტელევიზიების ჩივილი რაღაც ფრაზების გამო… ყველა ზღვარს გადავიდნენ. მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროტესტში, თვეებია, დგანან რუსთაველზე, განიცდიან შევიწროებას ხელისუფლებისგან. მათ ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან.

ბოიკოტის ვარიანტი შეიძლება განიხილოს პოლიტიკურმა სპექტრმა, მაგრამ აქ არის ორი ვარიანტი. ერთია აქტიური ბოიკოტი, როცა შენ შეგიძლია, ჩაშალო არჩევნები. ეს გამორიცხულია ჩვენს შემთხვევაში. თუ გამოცხადდა ბოიკოტი, რა მოხდება? მოხდება ის, რომ ჩვეულებრივად ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება; რამდენიმე წვრილი პარტია მიიღებს მონაწილეობას; დარღვევები არ იქნება; მშვიდ ვითარებაში ჩაატარებს. ბოიკოტის შემთხვევაში არჩევნების შედეგებს დასავლეთი ცნობს. ამის საწინააღმდეგოდ რა უნდა ითქვას, არ ვიცი. ითქმება, რომ არ იყო კონკურენტული, მაგრამ ჩატარდა არჩევნები.

რამდენიმე რევოლუციას ვარ შესწრებული და ზოგიერთში უშუალოდ მონაწილეობაც მაქვს მიღებული. ყველა რევოლუცია ამ ქვეყანაში, იგივე ვარდების რევოლუცია, რომელიც დამთავრდა წარმატებით, წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ შიგნიდან იყო ხელისუფლება დანგრეული სრულიად და ამას არაფერი დანგრევის არ ეტყობა. დანგრეული იყო იმიტომ, რომ იმავე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის. კარგად გამაძღარი ჰყავთ, კარგად უხდიან და საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, კარგად გაკონტროლებული. არავითარი რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა.

ახლა რაც შეეხება მონაწილეობას არჩევნებში, ცუდი რაც შეიძლება, რომ მოხდეს, აი, რაც ახლა ხდება – გაიყო აზრი, ვიღაც პარტიები მიიღებენ, ვიღაც არა და იტყვიან, რომ ესენი მოღალატეები არიან. ასეთ სიტუაციაშიც ხელისუფლება მოიგებს. ყველაზე სწორი იქნებოდა, პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ და თბილისის მერის არჩევნებსა და საკრებულოზე ყოფილიყო აქცენტი და ბრძოლა გამართულიყო თბილისში. არჩევნები გარანტირებული მოგება არ არის. ეს ბრძოლის ველია. გაყალბების რესურსი არ არის უსაზღვრო და შეიძლება ბრძოლა.“(პუბლიკა)

The post ,, დანგრეული იყო იმიტომ, რომ იმავე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის” – დავით ზურაბიშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow