,, ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ორპარტიული “MEGOBARI აქტი” – სენატორი ჯინ შაჰინი
ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს. აღინიშნება, რომ განცხადება “ქართული ოცნების” მთავრობის გეგმას მოყვა, გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების კომისია “ტვ ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამიზნეში ამოსაღებად. “დამოუკიდებელი […] The post ,, ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ორპარტიული “MEGOBARI აქტი” – სენატორი ჯინ შაჰინი appeared first on .

ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.
აღინიშნება, რომ განცხადება “ქართული ოცნების” მთავრობის გეგმას მოყვა, გამოიყენოს საქართველოს კომუნიკაციების კომისია “ტვ ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამიზნეში ამოსაღებად.
“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩნია, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც “ქართულ ოცნებას” დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივრები საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში – ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშაა – ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. მართალი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, ვინაიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს “ქართული ოცნების” ანგარიშვალდებულად დაყენებას პრესის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის,” – განაცხადა შაჰინმა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა “MEGOBARI” აქტი წარადგინეს, რომელის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს და ქართველ ხალხს უჭერს მხარს იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს აგრძელებს.(ინტერპრესნიუსი)
The post ,, ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა, ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ორპარტიული “MEGOBARI აქტი” – სენატორი ჯინ შაჰინი appeared first on .
What's Your Reaction?






