დატვირთვის შესამცირებლად - უეფა დამატებით დროს გააუქმებს?

რატომ აპირებს უეფა დამატებითი დროის შემცირებას?

აპრ. 24, 2025 - 15:27
 0
დატვირთვის შესამცირებლად - უეფა დამატებით დროს გააუქმებს?
გერმანული გამოცემის, კერძოდ Bild-ის ინფორმაციით, უეფაში მსჯელობენ თუ რამდენად საჭიროა დამატებითი დროის შენარჩუნება.

როგორც ვკითხულობთ, ორგანიზაციაში ექსტრატაიმების გაუქმება სურთ და თუ ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, მაშინ პირდაპირ პენალტების სერია უნდა დაინიშნოს.

საქმე ისაა, რომ გადატვირთულ გრაფიკსა და ფეხბურთელების დაღლაზე არაერთი მწვრთნელი თუ მოთამაშე საუბრობს, ამ ახალი წესით კი ფეხბურთელების დასვენების უფრო მეტი დრო და საშუალება ექნებათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow