"მისი გამძლეობა და ენერგია საოცარია" - ლიზარაზუმ კვარაცხელია შეაქო
ფრანგმა ფეხბურთის ლეგენდამ, ბიქსენტე ლიზარაზუმ, კიდევ ერთხელ გამოთქვა სიმპათია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. მისი განცხადებით...

„ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებით მატჩში „არსენალთან“ ცენტრის როლი გადამწყვეტი იქნება. ნახევარმცველებს შეუძლიათ ბურთის კარგად შენარჩუნება და ტემპის კონტროლი, რაც „პსჟ“-ს ძალიან სჭირდება. თუ დემბელე ვერ შეძლებს თამაშს, ვფიქრობ, კვარაცხელია ცენტრალურ პოზიციაზე უნდა გადმოიყვანონ. მარჯვნიდან დუემ ითამაშოს, მარცხნიდან — ბარკოლამ.
ამ ყველაფრის ფონზე კი არის ხვიჩა — ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ფსიქოლოგიურ სტაბილურობას მატებს გუნდს. მისი გამძლეობა და ენერგია საოცარია. ის მართლაც ‘ძაღლივით’ შრომობს. თამაშობს თავდადებით, ორივე ფაზაში ერთნაირად აქტიურია და ასეთ მოთამაშეს ნებისმიერი გუნდი ისურვებდა,“ — თქვა ლიზარაზუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს პარიზში გაიმართება. პირველი მატჩი სტუმრად პსჟ-ს სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი უსმან დემბელემ გაიტანა — საგოლე გადაცემა კი სწორედ კვარაცხელიას ეკუთვნოდა.
What's Your Reaction?






