ინტერთან მატჩის წინ - ბარსელონას რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა

კატალონიის „ბარსელონა“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა — გუნდის შეტევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რობერტ ლევანდოვსკი...

მაი. 5, 2025 - 19:57
 0
ინტერთან მატჩის წინ - ბარსელონას რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა
კატალონიის „ბარსელონა“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა — გუნდის შეტევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რობერტ ლევანდოვსკი, ტრავმის შემდეგ საბოლოოდ დაბრუნდა. 36 წლის პოლონელი ფეხბურთელი უკვე იტალიაში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩისთვის მზადებას აქტიურად გადის.

ლევანდოვსკიმ დაზიანება აპრილის შუა რიცხვებში, „სელტასთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც უკანასკნელი ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწია. ახლა კი მან სრულფასოვანი აღდგენითი პროცესი დაასრულა და მზად არის მოედანზე დაბრუნდეს.

„ბარსელონა“ 7 მაისს მილანში ითამაშებს — მეტოქე „ინტერია“. პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება დრამატული აღმოჩნდა და ფრედ 3:3 დასრულდა. შესაბამისად, საპასუხო მატჩი გადამწყვეტი იქნება ორივე გუნდისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow