“დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად…”- ნიკოლოზ ფალიანის დის ემოციური სტატუსი

22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელისა და გიდის, ნიკოლოზ ფილიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეუნყნებს, “ნიკოზე ბევრი მაქვს სალაპარაკო და ცხოვრებაშიც ბევრს ვილაპარაკებ მის დიდებულ სახელზე.ჩემი დებისთვის და ძმებისთვის მშობელი იყო — დედასი და მამასი პირველი მერცხალი იყო, შესაბამისად უფროსი ძმა, სხვანაირად ვერც იქნებოდა.თითოეულ ჩვენგანს გვერდიდან არ გვცილდებოდა ყველანაირად გვერდში გვედგა.ყველას ჩვენ-ჩვენ გზას გვიკვალავდა!ნიკოსთან ერთად რომ ვიყავი — მთაში თუ ბარში, თუნდაც რომელიმე მარშრუტზე უდედობას და უმამობას არ ვგრძნობდი, ისეთი მზრუნველი იყო.ერთხელაც დაინტერესდა, ცხოვრებაში რა მინდოდა და რა მიზნები მქონდა.მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი.ვუთხარი, რომ მთა იყო ჩემი მიზანი, მთაში განვითარება მინდოდა.ვუთხარი: “შენ რასაც აკეთებ, ის მინდა მეც გავაკეთო.”ძალიან უხაროდა ჩემი ეს გზა.ერთ დღესაც მომკიდა ხელი და წამიყვანა თეთნულდზე.მაშინ 17 წლის ვიყავი.ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, როცა მითხრა: “თეთნულდზე წაგიყვანო.”სამწუხაროდ, ამ გასვლაზე მწვერვალზე ვერ ავედით — ამინდი გაუარესდა,აკლიმატიზაციაც არ იყო წესრიგში, შესაბამისად 4400 მეტრიდან მოგვიწია დაბრუნება.ცოტათი გულდაწყვეტილიც ვიყავი, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება მივიღე.დაშვებისას ბანაკამდე ცოტა გვიკლდა ყინულზე გადავიარე ჩამიტყდა და ჩავვარდი ნაპრალში — ნახევარი ტანით.ავხედე ნიკოს და დავიწყეთ სიცილი. ))))მითხრა: “ჰმმ, გილოცავ პირველ ნაპრალსო!”ასე სიცილით მოვიარეთ და დავბრუნდით სახლში.შემდეგ წელს ისევ წავედით.იმ დროისთვის უკვე დიდი გამოცდილება მქონდა.ნიკო იმდენად გვერდში მედგა, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა წინ წავწეულიყავი და მეტი ცოდნა მიმეღო.ძალიან მშვიდად, ყველაფერი რიგზე — ავედით თეთნულდზე.ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მასთან ერთად მქონდა გავლილი ეს მარშრუტი.მერე უკვე დამოუკიდებლად დავდიოდი მსგავს სირთულის მარშრუტებზე მეგობრებთან ერთად.ძალიან ამაყი და გახარებული იყო.იმხელა მოტივაციას მაძლევდა… ყველაფერში გვერდში მედგა.ზამთარში, როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, წამიყვანდა სკიტურზე.ძალიან დიდ ცოდნას მაძლევდა და გამოცდილებას მაგროვებინებდა.ვიდეოებს რომ ვაწყობდი და კონტენტს ვქმნიდი,ძალიან მოსწონდა და მთელი გულით მგულშემატკივრობდა.მომიჯდებოდა ხოლმე — “ჰე, მიდი ეხლა რამე რილსი ამიწყვე.”გამომიგზავნიდა თავის დიდებულ კადრებს, მეც ავუწყობდი.ისევ და ისევ როცა რაიმე დიდებულს გადაიღებდა, პირველ რიგში მე მაჩვენებდა: “აბა, რას იტყვი?”ერთმანეთს მუდამ რჩევებს ვაძლევდით.მისგან რჩევის მიღება ჩემთვის დიდებული იყო.იმდენად ნიჭიერი იყო, საოცარი ხედვა ჰქონდა —სულ გაოცებული ვიყავი და ვამაყობდი მისი ყოველმხრივი ნიჭით. ხანდახან ვამბობდი ჩემთვის:“ნიკოს რაც ნიჭი და ცოდნა აქვს მთის განხრით, ამის ნახევრის ნახევარი მაინც რომ მქონდეს…”მისი დიდებული სახელით სულ ვიამაყებ!ჩვენს ოჯახში ყველას სხვანაირი სიყვარული და პატივისცემა გვქონდა მის მიმართ.უფროსი ძმა იყო.რომელ საკითხზეც არ უნდა გეკითხა ყველაფერში ერკვეოდა, და ყოველთვის გვიზიარებდა ცოდნას.ჩვენი სიყვარული მარადიული იქნება!სახლში სუფრის გაშლის დროს,სანამ ყველა არ მოვუსხდებოდით სუფრას, ჭამას არავინ იწყებდა. ერთმანეთისადმი ძალიან დიდი ზრუნვა გაგვაჩნდა.????ჩემი და ჩემი დების გაკეთებული საჭმელი ძალიან უყვარდა, დედას გაკეთებულ საჭმელზე აღარ ვილაპარაკებ!წასული რო იყო სადმე, მოიწერებოდა, ტირამისუს გამიკეთეებ, კრემსუპს გააკეთებ, ბლინებს დააცხოობ? ჩვენც დიდი სიყვარულით ვუკეთებდით ერთმანეთს ყველაფერს.წარმოუდგენელია და დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად…გაუკვალავ თოვლში ვეღარ ვისრიალებთ…ვერ ვიცოცებთ… სუფრას ვერ მოვუსხდებით ერთად მთელი ოჯახი,სიხარულში და ჟრიამულში ვერ მივირთმევთ საჭმელს და ვერ მოვილხენთ...იმდენი გეგმა გვქონდა ერთად…ძალიან რთულია დაძინება… და მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება…ჯერ კიდე სიზმარში ვართ... ძალიან ცუდ სიზმარში... საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია...????“- წერს ქეთი ფალიანი.

ივნ. 9, 2025 - 21:57
 0
“დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად…”- ნიკოლოზ ფალიანის დის ემოციური სტატუსი
22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელისა და გიდის, ნიკოლოზ ფილიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეუნყნებს,

“ნიკოზე ბევრი მაქვს სალაპარაკო და ცხოვრებაშიც ბევრს ვილაპარაკებ მის დიდებულ სახელზე.

ჩემი დებისთვის და ძმებისთვის მშობელი იყო — დედასი და მამასი პირველი მერცხალი იყო, შესაბამისად უფროსი ძმა, სხვანაირად ვერც იქნებოდა.
თითოეულ ჩვენგანს გვერდიდან არ გვცილდებოდა ყველანაირად გვერდში გვედგა.
ყველას ჩვენ-ჩვენ გზას გვიკვალავდა!

ნიკოსთან ერთად რომ ვიყავი — მთაში თუ ბარში, თუნდაც რომელიმე მარშრუტზე
უდედობას და უმამობას არ ვგრძნობდი, ისეთი მზრუნველი იყო.

ერთხელაც დაინტერესდა, ცხოვრებაში რა მინდოდა და რა მიზნები მქონდა.
მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი.
ვუთხარი, რომ მთა იყო ჩემი მიზანი, მთაში განვითარება მინდოდა.
ვუთხარი: “შენ რასაც აკეთებ, ის მინდა მეც გავაკეთო.”
ძალიან უხაროდა ჩემი ეს გზა.

ერთ დღესაც მომკიდა ხელი და წამიყვანა თეთნულდზე.
მაშინ 17 წლის ვიყავი.
ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, როცა მითხრა: “თეთნულდზე წაგიყვანო.”
სამწუხაროდ, ამ გასვლაზე მწვერვალზე ვერ ავედით — ამინდი გაუარესდა,
აკლიმატიზაციაც არ იყო წესრიგში, შესაბამისად 4400 მეტრიდან მოგვიწია დაბრუნება.
ცოტათი გულდაწყვეტილიც ვიყავი, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება მივიღე.

დაშვებისას ბანაკამდე ცოტა გვიკლდა ყინულზე გადავიარე ჩამიტყდა და ჩავვარდი ნაპრალში — ნახევარი ტანით.
ავხედე ნიკოს და დავიწყეთ სიცილი. ))))
მითხრა: “ჰმმ, გილოცავ პირველ ნაპრალსო!”
ასე სიცილით მოვიარეთ და დავბრუნდით სახლში.

შემდეგ წელს ისევ წავედით.

იმ დროისთვის უკვე დიდი გამოცდილება მქონდა.
ნიკო იმდენად გვერდში მედგა, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა წინ წავწეულიყავი და მეტი ცოდნა მიმეღო.
ძალიან მშვიდად, ყველაფერი რიგზე — ავედით თეთნულდზე.
ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მასთან ერთად მქონდა გავლილი ეს მარშრუტი.

მერე უკვე დამოუკიდებლად დავდიოდი მსგავს სირთულის მარშრუტებზე მეგობრებთან ერთად.
ძალიან ამაყი და გახარებული იყო.
იმხელა მოტივაციას მაძლევდა… ყველაფერში გვერდში მედგა.

ზამთარში, როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, წამიყვანდა სკიტურზე.
ძალიან დიდ ცოდნას მაძლევდა და გამოცდილებას მაგროვებინებდა.

ვიდეოებს რომ ვაწყობდი და კონტენტს ვქმნიდი,
ძალიან მოსწონდა და მთელი გულით მგულშემატკივრობდა.
მომიჯდებოდა ხოლმე — “ჰე, მიდი ეხლა რამე რილსი ამიწყვე.”
გამომიგზავნიდა თავის დიდებულ კადრებს, მეც ავუწყობდი.
ისევ და ისევ როცა რაიმე დიდებულს გადაიღებდა, პირველ რიგში მე მაჩვენებდა: “აბა, რას იტყვი?”

ერთმანეთს მუდამ რჩევებს ვაძლევდით.
მისგან რჩევის მიღება ჩემთვის დიდებული იყო.
იმდენად ნიჭიერი იყო, საოცარი ხედვა ჰქონდა —
სულ გაოცებული ვიყავი და ვამაყობდი მისი ყოველმხრივი ნიჭით.

ხანდახან ვამბობდი ჩემთვის:
“ნიკოს რაც ნიჭი და ცოდნა აქვს მთის განხრით, ამის ნახევრის ნახევარი მაინც რომ მქონდეს…”

მისი დიდებული სახელით სულ ვიამაყებ!

ჩვენს ოჯახში ყველას სხვანაირი სიყვარული და პატივისცემა გვქონდა მის მიმართ.
უფროსი ძმა იყო.
რომელ საკითხზეც არ უნდა გეკითხა ყველაფერში ერკვეოდა, და ყოველთვის გვიზიარებდა ცოდნას.

ჩვენი სიყვარული მარადიული იქნება!

სახლში სუფრის გაშლის დროს,სანამ ყველა არ მოვუსხდებოდით სუფრას, ჭამას არავინ იწყებდა. ერთმანეთისადმი ძალიან დიდი ზრუნვა გაგვაჩნდა.????
ჩემი და ჩემი დების გაკეთებული საჭმელი ძალიან უყვარდა, დედას გაკეთებულ საჭმელზე აღარ ვილაპარაკებ!
წასული რო იყო სადმე, მოიწერებოდა, ტირამისუს გამიკეთეებ, კრემსუპს გააკეთებ, ბლინებს დააცხოობ? ჩვენც დიდი სიყვარულით ვუკეთებდით ერთმანეთს ყველაფერს.

წარმოუდგენელია და დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად…
გაუკვალავ თოვლში ვეღარ ვისრიალებთ…
ვერ ვიცოცებთ… სუფრას ვერ მოვუსხდებით ერთად მთელი ოჯახი,სიხარულში და ჟრიამულში ვერ მივირთმევთ საჭმელს და ვერ მოვილხენთ...

იმდენი გეგმა გვქონდა ერთად…

ძალიან რთულია დაძინება… და მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება…
ჯერ კიდე სიზმარში ვართ... ძალიან ცუდ სიზმარში... საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია...????“- წერს ქეთი ფალიანი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow