ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, ლევან ზოიძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. დავით მჭედლიშვილის განცხადებით, ქობულეთის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. ლევან ზოიძე უფლებამოსილების შესრულებას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუდგა. ცოტა ხნის წინ, ლევან ზოიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.  "მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ,,ქართულ ოცნებას'' და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში.

მაი. 14, 2025 - 13:27
 0
ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ლევან ზოიძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. დავით მჭედლიშვილის განცხადებით, ქობულეთის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს.

ლევან ზოიძე უფლებამოსილების შესრულებას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუდგა.


ცოტა ხნის წინ, ლევან ზოიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ,,ქართულ ოცნებას'' და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow