დიდი ბრიტანეთი: ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება
დიდი ბრიტანეთი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ “ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება”. განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს, ნათქვამია, რომ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. “დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, […]


დიდი ბრიტანეთი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ “ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება”.
განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს, ნათქვამია, რომ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას.
“დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია.
პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა. ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე სასამართლოს ეზოში, სადაც აქტივისტები და ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
What's Your Reaction?






