დიდი მატჩის სენი - ფანები რონალდ არაუხოს გაშვებას ითხოვენ
არაუხოსთვის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა

უამრავი ტრავმის მიღების შემდეგ არაუხომ თამაში კვლავ დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში შეცდომებს ხშირად უშვებს, რაც ბარსას ფანებს ძალიან არ მოსწონთ.
ანალოგიური მოხდა დორტმუნდის ბორუსიასთანაც, სადაც არაუხომ გირასის ერთი გოლი ფაქტობრივად თავად გაატანინა, ფანებმა კი ურუგვაელის გუნდიდან გაშვება მოითხოვეს.
იმის ფონზე, რომ ინიგოსა და კუბარსის დუეტი უკვე ჩამოყალიბდა, მართლაც არსებობს შანსი იმისა, რომ არაუხომ გუნდი დატოვოს. სხვათა შორის, მისით თვეების წინ ბაიერნი იყო დაინტერესებული.
What's Your Reaction?






