ტრანსფერთან ახლოს - დინ ჰუისენის აგენტები მადრიდში შენიშნეს

რეალი ახალი სეზონისთვის პირველ ტრანსფერს ამზადებს

მაი. 15, 2025 - 14:27
 0
ტრანსფერთან ახლოს - დინ ჰუისენის აგენტები მადრიდში შენიშნეს
მადრიდის რეალი ახალი სეზონისთვის პირველ ტრანსფერს ამზადებს. ფლორენტინო პერესის პირველი შენაძენი დინ ჰუისენი უნდა გახდეს.

პრემიერ ლიგაში თავის მშვენივრად წარმოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა მცველის სურვილია, რომ სამშობლოში ითამაშოს, რეალი კი მასში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

მედიაში ვრცელდება, რომ ტრანსფერი მალე უნდა გაოფიციალურდეს, რადგან ჰუისენის აგენტები ახლახანს მადრიდში შენიშნეს, რაც ყველაფერს ნათელს ხდის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow