თურქული გრანდი ზაფხულში დავითაშვილის დამატებას შეეცდება
გავრცელებული ცნობების თანახმად, ქართველი შემტევი თურქულ კლუბში ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განიხილება...

გავრცელებული ცნობების თანახმად, ქართველი შემტევი თურქულ კლუბში ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განიხილება და ზაფხულის ფანჯარაზე მისი დამატება "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული იქნება.
ჯერ არ არის ცნობილი, არის თუ არა "სენტ-ეტიენი" მზად ზურიკოს გასაშვებად, თუმცა დიდი ალბათობით სიტუაცია კლუბის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. თუ ფრანგული გუნდი ლიგა 2-ში დაბრუნდება, დავითაშვილის წასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ დროისთვის "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში არცთუ სახარბიელო პოზიციაზეა – გუნდი 27 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და გადარჩენისთვის ბრძოლა ელის.
What's Your Reaction?






