შესაძლოა რეალმა ვინისიუსი ტრანსფერზე დააყენოს
როგორც ესპანურ მედიაში იწერება, მადრიდის რეალი და ვინისიუს ჟუნიორი ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევი კლუბს გაზრდილ ხელფასს სთხოვს, თუმცა რეალი ამ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
სავარაუდოდ, რეალის უარის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კილიან მბაპე და ჩაბი ალონსოა, რომელთან ერთადაც რეალი ახალ ეპოქას იწყებს, სადაც ვინისიუსი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ იქნება, რამდენადაც აქამდე იყო.
შეგახსენებთ, რომ ჟუნიორისა და არაბული კლუბების შესახებ კავშირზე კვლავ ბევრი იწერება და რეკორდული ტრანსფერი გამორიცხული სულაც არ არის.
What's Your Reaction?






