სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს
სლოვაკეთი აღარ დაადებს ვეტოს უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტის მიღებას. ამის შესახებ 17 ივლისს ღამით, ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. მისი ინფორმაციით, სლოვაკეთმა სანქციების ახალი პაკეტი ექვსჯერ დაბლოკა, პოზიციის შეცვლა კი განაპირობა ევროკომისიისგან მიღებულმა წერილობითმა გარანტიებმა, რომლებსაც ხელს პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აწერს და ეხება გაზის შესაძლო დეფიციტს და ფასს,...

What's Your Reaction?






