“ორდაბასის” მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ – უფალმა “ტორპედოს” შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორრაუნდიან დაპირისპირებებაში „ტორპედოსთან“ 4:5 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე „ორდაბასის“ მოლდოველმა მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა ისაუბრა: „ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით. ეს ამ თამაშზე ერთადერთი დასკვნაა. დანარჩენ შემთხვევაში გუნდის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ მაქვს. ჩვენს კარში პირველივე დარტყმით ადვილად გავუშვით გოლი და საქმე გავირთულეთ. მერე ყველაფერი თქვენც ნახეთ, ისეთი მომენტები […]


კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორრაუნდიან დაპირისპირებებაში „ტორპედოსთან“ 4:5 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე „ორდაბასის“ მოლდოველმა მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა ისაუბრა:
„ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით. ეს ამ თამაშზე ერთადერთი დასკვნაა. დანარჩენ შემთხვევაში გუნდის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ მაქვს. ჩვენს კარში პირველივე დარტყმით ადვილად გავუშვით გოლი და საქმე გავირთულეთ. მერე ყველაფერი თქვენც ნახეთ, ისეთი მომენტები გვქონდა, რომ ფეხბურთელებმა ასეთ დონეზე უნდა გაიტანონ. დღეს ჩვენ 25-ჯერ დავარტყით, მოწინააღმდეგემ სამჯერ. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. გვჭირდება თავდამსხმელი, რომელსაც ცივსისხლიანად, მშვიდად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავდადების და სურვილის მხრივ გუნდის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს, ფეხბურთელებს გამარჯვება უნდოდათ, მაგრამ, ალბათ, დღეს უფალმა გადაწყვიტა, რომ ქუთაისი შემდეგ ეტაპზე უნდა გასულიყო. არ ვიცი, არაფერი მაქვს სათქმელი. ძალიან გულდასაწყვეტია 90-ე წუთზე გაშვებული უმარტივესი გოლი. საკუთარ კარში არასაჭირო გოლი მივიღეთ, რომელმაც ამოცანის გადაჭრა გაგვირთულა. ეს ჯაჭვისავითაა… იქ 3:2-ს იგებ… ეს კომპლექსური საკითხია. „ტორპედოს“ გამარჯვებას ვულოცავ, ჩვენ კი, სამწუხაროდ, უნდა ვიგლოვოთ“.
What's Your Reaction?






