დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს - გელა გელაძე

დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, უწყების თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ახალდანიშნულმა მინისტრმა, გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა, მივმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნა გელაძემ. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. შს მინისტრის პოსტზე მას გელა გელაძე შეცვლის.

მაი. 28, 2025 - 12:27
 0
დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს - გელა გელაძე

დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, უწყების თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ახალდანიშნულმა მინისტრმა, გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა, მივმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში.

ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნა გელაძემ.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. შს მინისტრის პოსტზე მას გელა გელაძე შეცვლის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow