დიმიტრი პესკოვი – რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა ჯერ კიდევ საჭიროა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლის შეთანხმება შრომატევად პროცესს წარმოადგენს. […]

მაი. 22, 2025 - 17:27
 0
დიმიტრი პესკოვი – რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთსა და ს შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა ჯერ კიდევ საჭიროა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, სტამბოლში უკრაინისა და ს დელეგაციებს შორის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლის შეთანხმება შრომატევად პროცესს წარმოადგენს.
„ამის შესახებ მუშაობა გრძელდება. საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ყველას სურს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow